spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ტყუილი დილემებით საზოგადოების მუდმივ სტრესში ყოფნა მართვის რუსული მეთოდია, რომელსაც “ქართული ოცნება” წარმატებით იყენებს

ტყუილი დილემებით საზოგადოების მუდმივ სტრესში ყოფნა მართვის რუსული მეთოდია, რომელსაც “ქართული ოცნება” წარმატებით იყენებს, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ამგვარი მითებით და გამოგონილი მტრებით იმართება რუსეთიც.  

 

“ტყუილი დილემები და ევროპის დაკავშირება ომთან,  ვინც გაკრიტიკებს ყველა ომის პარტიაა, ეს არის კლასიკური პროპაგანდისტული ხერხები, რომელიც წლების განმავლობაში ანგრევს ამ ქვეყანას. 

 

ტყუილი დილემებით საზოგადოების მუდმივად სტრესში ყოფნის შესახებ  ბევრი რამ დაწერილა და გაანალიზებულა, ეს ახალი არ არის.  საზოგადოება, რომ მუდმივად სტრესში გყავდეს,  შიშებით და მითებით უნდა მართო და მაშინ ყველანაირი რაციონალური მსჯელობა, წინსვლა, პროგრესი გამოირიცხება.  ეს რუსული მეთოდია, ასე იმართება რუსეთიც,  ხელოვნურ თემას მოიგონებენ, ზოგჯერ კომიკურს,  მაგრამ რაც სულ სტრესში ამყოფებს საზოგადოებას, ოღონდ აშორებს ყველაფერს ცივილიზებულს და განვითარებულს“, -განაცხადა ხოშტარიამ. 

 

მისი განმარტებით, ასეთი პროპაგანდისტული გზავნილი იყო „გარეჯი საქართველოა“, რომელმაც თავისი ფუნქცია შეასრულა,  ახლა უკვე „ომი გინდა“ და სხვა ცრუ დილემებმა ჩაანაცვლა, ასევე აქტუალური გახდა მითები, რომ  დასავლეთი ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები