spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ცესკოს ყველა განცხადება, ყველა გადაწყვეტილება, ყველა სიტყვა არის არალეგიტიმური, სიყალბე და კრიმინალი

ცესკოს ყველა განცხადება, ყველა გადაწყვეტილება, ყველა სიტყვა არის არალეგიტიმური, სიყალბე და კრიმინალი, შესაბამისად, რას გადაწყვეტენ ისინი, რა დოკუმენტს მოიგონებენ, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და საინტერესოც კი არ არის, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკო დღეს არის კრიმინალური და არასანდო ორგანიზაცია.

“ცესკოს ყველა განცხადება, ყველა გადაწყვეტილება, ყველა სიტყვა არის არალეგიტიმური, სიყალბე და კრიმინალი, შესაბამისად, რას გადაწყვეტენ ისინი, რა დოკუმენტს მოიგონებენ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და საინტერესოც კი არ არის. სწორედ ამიტომ, რომ ყველა სამართლებრივ ეტაპზე ჩვენი პოზიცია მყარად დაგვეფიქსირებინა ჩვენ, უკლებლივ სიის ყველა წევრმა დაწერა განცხადება, რომ არ გვაინტერესებს ეს მოწმობები და ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც იქნება საჭირო ამას გავუსვამთ ხაზს. ცესკო დღეს არის კრიმინალური და არასანდო ორგანიზაცია“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული წევრებისთვის დროებითი მოწმობები დაამზადა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები