spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ვის აინტერესებს “რაზბორკები”, საქმეს მივხედოთ და წესიერება ურთიერთობაში შევინარჩუნოთ

“არც კეზერაშვილი არც სხვა არ იქნება ოლიგარქი, რადგან არავის ჭკუაზე არ ვივლი და ჩემი ფასეულობებით გადავწყვიტავ,” – წერს პარტია “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

 

“კიევიდან კიდევ უფრო მძაფრად ჩანს რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ოპოზიციას. 

 

იმპერიას ვებრძვით და ამ დროს მარტივ კითხვაზე რას შვება ოპოზიცია მარტივი პასუხია საჭირო. 

 

ვის აინტერესებს “რაზბორკები”. 

 

დავით კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ. ასევე ვიპარტნიორებ იმასთან, ვინც ბიძინას წინააღმდეგ იქნება. არც კეზერაშვილი, არც სხვა არ იქნება ოლიგარქი, რადგან არავის ჭკუაზე არ ვივლი და ჩემი ფასეულობებით გადავწყვიტავ. 

 

6 თვეა, დავით კეზერაშვილის და მისი ცოლის დაფინანსებით ვინახავთ უკრაინელებს. 

 

მოკლედ საქმეს მივხედოთ და წესიერება ურთიერთობაში შევინარჩუნოთ”, – წერს ხოშტარია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები