spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ვურჩევ “ქართულ ოცნებას”, მშვიდობიანად წავიდნენ ხელისუფლებიდან და ნუ დააზიანებენ ქვეყანას

ვურჩევ “ქართულ ოცნებას” მშვიდობიანად წავიდნენ ხელისუფლებიდან და ნუ დააზიანებენ ქვეყანას – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ოპოზიციის შეთანხმებულმა  კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.  

 

მისი თქმით,  ოპოზიცია იმარჯვებს, რადგან ხალხი მხარს ცვლილებებს უჭერს, “ქართული ოცნება” კი ამის გამო ისტერიულ მდგომარეობაშია  და კიდევ უფრო აგრესიულად დაერია ხალხს.  

 

ოპოზიციონერი დეპუტატი საერთაშორისო განცხადებებზე მიუთითებს და “ოცნებას” მოუწოდებს, მშვიდობიანად წავიდეს ხელისუფლებიდან.  

 

“ვურჩევ “ქართულ ოცნებას”, მშვიდობიანად წავიდნენ ხელისუფლებიდან და ნუ დააზიანებენ ქვეყანას, რასაც ბოლო დრომდე აქტიურად აკეთებენ. ჩვენ ვნახეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან მნიშვნელოვანი,  მკაფიო და საგანგაშო განცხადება, ამერიკის საელჩომ პირდაპირ ისაუბრა, რომ ამ ძალადობაში, რა თქმა უნდა, იკითხება პოლიტიკური მოტივი  და ასეთი არჩევნები ვერ იქნევა სამართლიანი. ეს იყო სერიოზული გაფრთხილება “ქართული ოცნების” მიმართ. ასევე ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის ძალიან ქმედით ნაბიჯებს. ჩვენ ქართული საზოგადოება, რა თქმა უნდა, არ მივცემთ უფლებას საქართველოს განვითარების ტრაექტორია შეცვალონ და მასზე პასუხს მიიღებენ 2 ოქტომბერს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვურჩევ “ქართულ ოცნებას”,  ნუ აზიანებებ ამ დარჩენილ დროში საქართველოს ინტერესებს, ნუ აზიანებენ მოქალაქეებს, ამომრჩევლებს და მშვიდობიანად მოემზადონ ხელისუფლებიდან წასვლისთვის”, – განაცხადა ხოშტარიამ

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები