spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ზელენსკი არ უნდა ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს, მდინარაძეს და პაპუაშვილს არ უნდა ესაუბროს, არასწორია

ზელენსკი არ უნდა ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს, მდინარაძეს და პაპუაშვილს  არ უნდა ესაუბროს, არასწორია,  – ამის შესახებ პარტია  „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, 

 

მისივე თქმით, ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ მიმართ მოლოდინების შექმნის ნაცვლად ენერგია სხვა მიმართულებით უნდა დახარჯოს.

 

“არანაირი უმოქმედო  „ქართული ოცნება“ არ არის, „ქართული ოცნება“ ატარებს რუსულ პოლიტიკას.  ეს ჩანს და ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა. 

 

ჩვენ უნდა დავუსვათ წერტილი ილუზიებს, რომ „ქართული ოცნება“ რამეს გააკეთებს უკრაინასთან მიმართებით. დავასრულოთ მთელი ეს საუბარი, რომ ჩაერთოს ზელენსკი – არ ჩაერთვება, ზელენსკი არ უნდა ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს, მდინარაძეს და პაპუაშვილს ზელენსკი არ უნდა ესაუბროს, არასწორია, ილუზიის შექმნაა. ამიტომ ამას თავისი სახელი უნდა დავარქვათ და ენერგია უნდა წავიდეს არა იმ მილოდინზე, რომ „ქართული ოცნება“ რამეს იზამს, არამედ ინიციატივებზე და საქმის კეთებაზე“, – განაცხადა ხოშტარიამ.

 

მისი თქმით, ოპოზიციამ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარდა, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის მიმართ სოლიდარობისა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენისა, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვისა და ამ არჩევნებისათვის მზადებისათვის უნდა იზრუნოს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები