საზოგადოებრივი მოძრაობა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პროტესტის ნიშნად მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა.
დღეს, 11 ივლისს ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ოპერატორს 5 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.
18:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიგეგმა, რომლის მთავარი მოთხოვნებია ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება და ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს