spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ელექტროენერგიის შეზღუდვა კავკასიონის ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვამ გამოიწვია

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის შეზღუდვა კავკასიონის ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვამ გამოიწვია.

დაზიანების გამო ელექტროენერგია თბილისისა და რეგიონების ნაწილს არ მიეწოდებოდა.

როგორც კომპანიაში განაცხადეს, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტების უმრავლესობას უკვე აღუდგა.

ამასთან, როგორც „ენგურჰესში“ განაცხადეს, კავკასიონის ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვამ ჰესზე აგრეგატების დროებით გათიშვაც გამოიწვია, თუმცა მათი მუშაობა მალევე განახლდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები