spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელექტრონული QR კოდის ქონის შემთხვევაში, მატერიალური კოვიდ-ბარათის აღება საჭირო აღარ არის

იუსტიციის სახლის განმარტებით, ელექტრონული QR კოდის ქონის შემთხვევაში, მატერიალური კოვიდბარათის აღება საჭირო აღარ არის.

 

“გაააქტიურე ციფრული კოვიდ-პასპორტი. 

 

ელექტრონული  QR კოდის ქონის შემთხვევაში,  მატერიალური კოვიდ-ბარათის აღება საჭირო აღარაა. 

 

გადმოწერე აპლიკაცია Georgia e-Health, რომელიც  ე.წ. მწვანე პასპორტის ფუნქციას შეასრულებს. 

 

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ციფრული კოვიდ-სერტიფიკატისთვის საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს.

 

აპლიკაციაში QR კოდის გააქტიურების შემდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეში გაწევრიანებულ 49-ვე ქვეყანაში მოგზაურობისთვის, მატერიალური კოვიდ-ბარათის ქონა საჭირო აღარ არის. 

 

აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და რეგისტრაციის გავლის შემდეგ გაიაქტიურებთ QR კოდს და მიიღებთ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შემდეგ ინფორმაციას:

 

ვაქცინაციის ჩატარების თარიღს და ვაქცინის ტიპს

 

უკანასკნელად ჩატარებულ PCR და ანტიგენის ტესტის შედეგებს

 

თქვენი ინფიცირების სტატუსს”, – აღნიშნულია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpublicservicehall%2Fposts%2F4681315981926663&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”674″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები