spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელისეის სასახლე – ივანიშვილთან საუბრისას მაკრონმა დაგმო ძალადობა, ითხოვა ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება

ელისეის სასახლე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთან.

“საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა და ოპოზიციის დაშინება, ასევე უსაფრთხოების ძალების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ითხოვა ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ.

მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ტრაექტორიას და გაიმეორა ისიც, რომ დარწმუნებულია, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებლად აისახება ის მიმართულებები, რომელიც უკვე იყო არჩეული ან იქნება არჩეული.

ემანუელ მაკრონი გამოვიდა ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით ყველა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, საქართველოს ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფების გათვალისწინებით, რომელსაც მაკრონი კიდევ ერთხელ მიესალმა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ქართული ოცნების” ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის. ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები