კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა.
შეხვედრაზე უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობის 30-წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
“დავსახეთ საინტერესო კულტურული ღონისძიებები – როგორც უკრაინის დღეების ჩატარება საქართველოში, ასევე უკრაინაში საქართველოს დღეების გამართვა. ასევე დავგეგმეთ, რომ 2022 წელს ბათუმში, შავი ზღვის ქვეყნების ფესტივალში ერთი საღამო მიეძღვნება უკრაინას. ამასთანავე, გაიმართება საერთაშორისო სემინარი საქართველო-უკრაინის ურთიერთობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.