spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

Emaar ჯგუფის დამფუძნებელი – ორი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება ჩემთვის ძალიან სასიხარულოა

უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის უდიდესი პატივია 30-წლიანი გამოცდილება გავუზიაროთ ურბანული განვითარების სფეროში ჩვენს ქართველ პარტნიორებს თბილისსა და ბათუმში, –  ამის შესახებ Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მათთვის ამ პროექტში მონაწილეობა ნიშნავს მათი ცოდნის გაზიარებას, ინვესტიციის განხორციელებას და კაპიტალდაბანდებას ბათუმსა და თბილისში მასშტაბური ურბანული განვითარების მიმართულებით.

„ბოლო 35 წლის განმავლობაში მსოფლიოს 15 ქვეყანაზე მეტში ვახორციელებთ საქმიანობას, მაგრამ  თბილისში პირველად რომ ჩამოვედი სრულიან მომნუსხველი ეფექტი იქონია ქალაქმა ჩემზე თავისი ხალხის სილამაზით, ბუნებისა და არქიტექტურის ხიბლით და ცხოვრების სტილით. თან საოცარი სამზარეულო გაქვთ.

შემდეგ ვეწვიე ბათუმს და იქაც განცვიფრებული დავრჩი ქალაქის ენერგეტიკით და სილამაზით.
ჩვენთვის ამ პროექტში მონაწილეობა ნიშნავს ჩვენი ცოდნის გაზიარებას, ინვესტიციის განხორციელებას და კაპიტალდაბანდებას ბათუმსა და თბილისში მასშტაბური ურბანული განვითარების მიმართულებით. მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებთ და მხოლოდ მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებ, დიდ ურბანულ განაშენიანებას ვახორციელებ; საცხოვრებელ კომპექსებს, ვილებს, გზებს, ლანდშაფტებს, ხეებითა და ყვავილებით დამშვენებულ ტერიტორიებს, სასტუმროებს, სავაჭრო სივრცეებს, რესტორნებს, ბავშვთა სათამაშო სივრცეებს, ველობილიკებს, სარბენ ბილიკებს, სპორტულ დარბაზებს, სპა ცენტრებს – ყველაფერს ვაშენებთ! ამდენად, მსგავს პროექტში მონაწილეობის მიღება სასიხარულოა. განსაკუთრებით მახარებს ის ენერგეტიკა, რასაც საქართველოში ვგრძნობ, ეკონომიკური სტაბილურობა, ჩვენთვის ყველასთვის ასე კარგად ცნობილი ეკონომიკური ზრდა”, –  განაცხადა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები