spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ემიგრანტები დამატებით საარჩევნო უბნებზე ცესკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებენ

ემიგრანტები დამატებით საარჩევნო უბნებზე ცესკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებენ. ისინი სასამართლოსგან მოითხოვენ, დაავალდებულოს ცესკო, რომ უბნები გაიხსნას ისეთ ქალაქებში, რომლებიც საკრებულოებიდან და საელჩოებიდან შორსაა.

სარჩელი უკვე მზადაა და თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, ხვალ შევა.

ემიგრანტების თქმით, არჩევნებში მონაწილეობის მიღება სასიცოცხლოდ აუცილებელია და ამის შეზღუდვა უფლებების შეზღუდვას ნიშნავს

“ერთი თვე დარჩა გადამწყვეტ არჩევნებამდე. ძალიან მძიმე სიტუაციაა და ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე მიაღწია ყველანაირ ფსკერს. როგორც გავიგეთ საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალი უბნები არ გახსნას. სულ 65000 არის დარეგისტრირებული მთელ მსოფლიოში, აქედან დაახლოებით რვა ათასამდე ამერიკაშია. ეს სასაცილო რიცხვებია იმიტომ, რომ მარტო ამერიკაში ასი ათასობით ქართველია“, –  განაცხადა ტეხასში მცხოვრებმა ქართველმა.

26 სექტემბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ დაადგინა, 42 ქვეყანაში მხოლოდ 60 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები