დროებით ოკუპირებული აფხაზეთის “ხელისუფლებამ” 25 ივნისიდან ენგურის ცენტრალური ხიდი და საბერიო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტი ცალმხრივად ჩაკეტა.
საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა შეუძლიათ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას კი ვერ ახერხებენ.
როდემდე იმოქმედებს შეზღუდვა ჯერ უცნობია.
ე.წ. საზღვარი სამი დღით გუშინ ოკუპირებული ცხინვალის “ხელისუფლებამაც” ჩაკეტა.