spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ენტონი ბლინკენი – რუსეთი კვლავ ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს “სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში

ჩვენ ვხედავთ ევროპაში შეიარაღების კონტროლის ვალდებულებებზე უარის თქმას,  რუსეთს კვლავ ჰყავს განთავსებული თავისი ძალები საქართველოში და ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სტოკჰოლმში, ეუთო-ს 28-ე მინისტერიალზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, რუსეთი არ ასრულებს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

 

“სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს ჰელსინკის პრინციპების დარღვევას. ვხედავთ მტკიცებულებას, რომ რუსეთი გეგმავს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებას და მოვუწოდებთ მას, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, განმუხტოს სიტუაცია და დააბრუნოს ძალები ჩვეულ პოზიციებზე და შეასრულოს მინსკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და დაუშვას ეუთოს დამკვირვებლები.

 

რუსეთი არ ასრულებს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მძიმე შეიარაღების გაყვანა არ სრულდება რუსეთის მიერ, ეუთოს დამკვირვებლების დაშვება არ სრულდება რუსეთის მიერ, სოციალ-ეკონომიკური კავშირების აღდგენა  არ სრულდება რუსეთის მიერ.

 

თუკი ჩვენი რუსი და უკრაინელი მეგობრები მზად არიან, შეასრულონ მინსკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ჩვენ სრულად დავუჭერთ ამას მხარს და ეს იქნება საუკეთესო გზა უკრაინაში ახალი კრიზისის თავიდან ასაცილებლად.

 

ამასთან, რუსეთს კვლავ ჰყავს განთავსებული თავისი ძალები საქართველოში და ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს “სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთში“, – განაცხადა ბლინკენმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები