ენტონი ფაუჩის თქმით, ვაქცინები კორონავირუსის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტიანია.
ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ტელეკომპანია CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“საქმე ძალიან გადამდებ ვირუსთან გვაქვს. ეს ვირუსი ცალსახად განსხვავდება ვირუსებისა და ვარიანტებისგან, რომლებთანაც ადრე გვქონია შეხება. ამ საოცარი უნარი აქვს ადამიანიდან ადამიანს გადაედოს. საბედნიეროდ, თუ ორჯერადად ვაქცინირებულებში ინფიცირების შემთხვევებს დავაკვირდებით, მათი უმრავლესობა ან უსიმპტომოა, ან სიმპტომები საშუალოდ აქვთ გამოვლენილი. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაქცინები დელტა ვარიანტის შემთხვევაშიც კი კარგად გვიცავს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან“, – განაცხადა ფაუჩიმ.