spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ეპიდემიის წესების მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი, ამას მოჰყვება მკაცრი რეაქცია”

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რესტორნების მიერ გამოცხადებულ დაუმორჩილებლობას მიუღებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ამას მკაცრი რეაქცია მოჰყვება. 

"სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის ნაკლებობა ნამდვილად არ არის. გასაგებია, რომ იმის გამო, რომ რესტორნები აჭარის გარდა, დანარჩენ საქართველოში ვერ იხსნება, მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, კანონის და ეპიდემიის წესების მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი. ამას მოჰყვება მკაცრი რეაქცია, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში, პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიხილავთ, როდის შეიძლება აჭარის მოდელი გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე, ვეძებთ გამოსავალს, ჩემი თხოვნა იქნება და იმედიც არის, რომ რესტორნები ასეთ არასწორი და არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენ შორის. იმედია, გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები, მაგრამ დაუმორჩლებლობა დიალოგს გაართულებს და იმედია, ასე არ მოხდება", – განაცხადა თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა დაუმორჩლებლობის გამოცხადება და თვითნებურად გახსნა 6 თებერვალს დააანონსეს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები