spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ექიმი გიორგი ახობაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ექიმი გიორგი ახობაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა.

დღევანდელ პროცესს თავად ბრალდებული ახობაძეც ესწრებოდა, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ექიმი გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახობაძეს თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთა ემუქრება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები