spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ექიმი მარინა ფირცხალავა – ვფიქრობ, ლაზარე საზღვარგარეთ გადაყვანას არ საჭიროებს და სავარაუდოდ, მალე გაეწერება

“ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა რეანიმატოლოგის მარინა ფირცხალავას განცხადებით, ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მონიტორინგს კვლავ საჭიროებს.

 

“პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სპონტანურ სუნთქვაზეა, ანუ სუნთქავს თავისით დახმარების გარეშე. ჰემოდინამიკურადაც სტაბილურია, თუმცა მონიტორინგს კვლავ საჭიროებს. აქტიურია, კონტაქტში შემოდის. შეკითხვებს პასუხობს, მაგრამ მონიტორინგი გრძელდება. ვფიქრობ, ლაზარეს მდგომარეობა იქნება კარგი და სავარაუდოდ, მალე გაეწერება. 

 

მე ვფიქრობ, რომ ლაზარე საზღვარგარეთ გადაყვანას, ამ ეტაპზე ამ მდგომარეობით არ საჭიროებს“, – განაცხადა ფირცხალავამ.

 

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას დღეს დაკრძალავენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები