თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილი გიჩო მარგველაშვილის მდგომარეობა მძიმეა.
სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული და ანესთეზიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, პაციენტი ხელოვნურ მედიკამენტებით გამოწვეულ კომაშია.
“ახალგაზრდა მამაკაცი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში შემოყვანილი გუშინ, საღამოს შემოიყვანეს. სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, მიყენებული ჭრილობებით. ჭრილობები მრავლობითია და ქვემო კიდურების არეშია. მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში.
ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე, საყურადღებო. პაციენტი ხელოვნურ მედიკამენტებით გამოწვეულ კომაშია. უტარდება კონსერვატიული მკურნალობა“, – განაცხადა კვაჭაძემ.