მე ვიწვევ ჩემს 86 მილიონ მოქალაქეს, გავიდნენ საარჩევნო ყუთთან და გამოაცხადონ თავიანთი ბრძოლა დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის მთელ მსოფლიოს, – ამის შესახებ სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ წერს.
“ჩემო ძვირფასო ერო: არასოდეს იყო მოწყენილი, არასოდეს იყო იმედგაცრუებული, არასოდეს დაკარგო იმედი.
ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები მოვიგერიებთ ამ დარტყმას, ამ შავ ლაქას ჩვენს დემოკრატიაზე.
ახლოვდება დღე, როდესაც ადამიანები, რომლებიც მართავენ ამ პროცესს, პასუხისმგებელნი იქნებიან ყოვლისშემძლე შემოქმედის წინაშე.
მე ვიწვევ ჩემს 86 მილიონ მოქალაქეს, გავიდნენ საარჩევნო ყუთთან და გამოაცხადონ თავიანთი ბრძოლა დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის მთელ მსოფლიოს.
ფეხზე ვდგავარ, ქედს არასოდეს მოვიხრი. ყველაფერი კარგად იქნება”, – წერს იმამოღლუ.
თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს ექრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სტამბოლის მერი, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს საკუთარ სახლში დააკავეს.
იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და ანკარაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.