იანვრის შუა რიცხვებში საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას დატოვებს.
Front News-ის ინფორმაციით, დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნება და ამ პოსტზე დავით ბაქრაძეს შეცვლის.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან აშშ-ში დავით ზალკალიანის დანიშვნის შესახებ აგრიმანი უკვე გაგზავნილია და თანხმობაც მიღებული აქვთ.
Front News-ის ინფორმაციით, დავით ბაქრაძეს, რომელსაც ელჩის თანამდებობაზე ყოფნის ვადა იანვრის დასაწყისში ეწურება, საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გაგრძელება სურს და რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, თუმცა სად გააგრძელებს ის საქმიანობას, ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, ამ თანამდებობაზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის კახა კუჭავას კანდიდატურა განიხილება.
ასევე, Front News-ის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტს იანვარში კიდევ რამდენიმე მინისტრი დატოვებს.