კიევი: საზოგადოებრივ-პოლიტიკური პლატფორმის “ახალი ერთობა საქართველოსთვის” დამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ერევანი აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიაა და სახელმწიფო სტრატეგიულ მიზანს ეტაპობრივად უნდა მიუახლოვდეს.
“არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და ყოველთვის უნდა დავრჩეთ იმ საზღვრებში, რომელიც განსაზღვრულია. ამ საზღვრებიდან გასვლას მივყავართ კონფლიქტამდე, საერთაშორისო საზღვრების დარღვევა არ შეიძლება, საკუთარი სახელმწიფოს ისტორიის ჩაღრმავება კი აუცილებელი არ არის”, – განაცხადა გამყრელიძემ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 8 თებერვალს მმართველი პარტიის რიგით მე-6 ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის პოლიტიკური და სტრატეგიული ამოცანა ერევნის დაბრუნებაა, რომელიც აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიაა.