spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ექსპერტი – კონფლიქტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არ შეიძლებოდა, ყოფილიყო

კიევი: საზოგადოებრივ-პოლიტიკური პლატფორმის “ახალი ერთობა საქართველოსთვის” დამფუძნებლის მამუკა გამყრელიძის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთში კონფლიქტის საფრთხე არ არსებობდა, შესაძლო კონფრონტაციის მიზეზი კი შეიძლებოდა, იქ განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა გამხდარიყო. ამის შესახებ გამყრელიძემ Front News International-ს უკრაინაში აზერბაიჯანის ელჩის აზერ ხუდიევის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. ელჩმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს ჯავახეთში კონფლიქტის წარმოქმნა აღკვეთა.

მისივე თქმით, სამცხე-ჯავახეთში, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრებენ, ნაციონალისტური განწყობა ყოველთვის იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის რუსული სამხედრო ბაზა მდებარებოდა, სააკაშვილმა კი აღნიშულ რაიონში მცხოვრებთა ინტეგრაციის პროგრამა დაიწყო. 

“გამოვრიცხავ ასეთ შესაძლებლობას, იყო დაძაბულობა ამ რაიონში, ვიდრე იქ სამხედრო ბაზა მდებარეობა და ყოველთვის იქნება, თუ ეროვნული უმცირესობების ქვეყნის ცხოვრებაში ინტეგრაციის პროგრამა სრულფასოვნად არ განხორციელდება. ჯერჯერობით ამ მიმართულებით ყველაფერი ნორმალურად არის, ინტეგრაცია მიმდინარეობს”, – ასე უპასუხა გამყრელიძემ კითხვას იმის შესახებ, რომ შეიძლებოდა თუ არა საქართველოს და სომხეთს შორის კონფლიქტი წარმოქმნილიყო, როგორც ამის შესახებ ხუდიევმა განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, სომხეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, ამიტომ სომხეთის სახელმწიფოს მხრიდან კონფლიქტის დასაწყებად არანაირი წინაპირობა არ შეიძლებოდა ყოფილიყო. დაძაბულობა კი ეროვნულ უმცირეობას შორის სამცხე-ჯავახეთში რუსულმა სამხედრო ბაზამ გაამწვავა.

“არ ვიტყოდი, რომ ასეთი განწყობა იყო სომხურის მხარისგან. ვფიქრობ, რომ სომხეთის მხრიდან მსგავსი არც შეიძლებოდა, რამე ყოფილიყო, რადგან ის ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. რაც შეეხება ასეთ დაძაბულ მომენტებს, ყველაფერი იქ განთავსებული რუსული სამხედრო ბაზიდან გამომდინარეობდა, რომელიც იქ უკვე აღარ არის. ინტეგრირების პროგრამა კი, რომელიც სააკაშვილის დროს დაიწყო, ახლაც გრძელდება. ვფიქრობ, მომავალში ამ სფეროში დიდი მიღწევა გვექნება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების ინტეგრირების პროგრამა დაიწყო, რაც მანამდე სამწუხაროდ, არ არსებობს. 

 

“ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უნდა იყვნენ ინტეგრირებული ქვეყნის ცხოვრებაში”, – აღნიშნა მან. 

 

უკრაინაში აზერბაიჯანის ელჩი აზერ ხუდიევი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს ჯავახეთის პრობლემა მოგვარებული ჰქონდა. აღნიშნული განცხადება ელჩმა Front News-თან კიევში გააკეთა.

 

“ჩვენ არანაირი პრეტენზიები და პრობლემები არ გვაქვს სხვა მეზობლებთან. ერთადერთი ჩვენი მეზობელი სომხეთია, რომელიც პრეტენზიებს გვიყენებს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ პერიოდულად საქართველოსაც, ჯავახეთზე, სადაც ისინი კომპაქტურად ცხოვრებენ, ამბობენ, რომ სომხეთის ნაწილი უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, მაშინ სააკაშვილმა შეუშალა ხელი კონფლიქტის წარმოქმნას”, – განაცხადა ელჩმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები