კიევი: ამჟამად აზერბაიჯანს ევროკავშირთან ურთიერთობის განვითარების უკეთესი პერსპექტივები აქვს, ვიდრე სომხეთს, – ამის შესახებ Front News-ს ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილმა წარმომადგენელმა მამუკა ჟღენტმა განუცხადა.
– როგორ არის შესაძლებელი სომხეთის ეკონომიკური მდგომარეობის დახასიათება?
– სომხეთი ბევრ სფეროშია რუსეთზე დამოკიდებული, მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში, რეალურად ქვეყნის ენერგეტიკა არ შეიძლება დამოუკიდებლად ჩაითვალოს, გაზის მიწოდების ჩათვლით. სომხეთი მას არ აწარმოებს, იმპორტს ახორციელებს, მთლიანობაში კი ამას რუსეთი აკონტროლებს. “გაზპრომმა” შიდა სახელმწიფო კომპანია იყიდა… თავად სომხეთს სიტუაციაზე რაიმე გავლენის მოხდენის არანაირი შესაძლებლობა არ დარჩა. იგივე სიტუაციაა ენერგეტიკის კუთხით. გასულ წელს სომხეთში დენის ტარიფმა მოიმატა. ფასების ზრდის გამო სომხეთში მაშინ ძლიერი მღელვარება იყო, თუმცა ამას არაფერი შეუცვლია. ყველაფერს ისევე რუსული სახელმწიფო კომპანიები აკონტროლებენ.
– როგორ გამოიყურება ამჟამად სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები?
– სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობა ევროკავშირთან, რადიკალურად განსხვავდება ევროკავშირის საქართველოსთან, მოლდოვასთან ან უკრაინასთან ურთიერთობისგან. საქართველოსგან განსხვავებით სომხეთმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელისმოწერაზე უარი თქვა. ამიტომ ევროკავშირს და სომხეთს შორის ძირითადი დოკუმენტია შეთანხმება პარტნიორობის შესახებ, რომელსაც ხელი ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოს მოეწერა. მიმდინარე წელს დასრულდა მოლაპარაკებები ახალ შეთანხმებაზე, რომელიც რომელიც დღეისათვის არის ბევრად დატვირთული, ვიდრე 90-იანი წლების ხელშეკრულება.
– რას გულისხმობს შეთანხმება?
– ის ეხება ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების სარგებელს. თუმცა რა თქმა უნდა, ის არ ითვალისწინებს სომხეთისთვის იგივე სარგებელს და შესაძლებლობებს, როგორსაც მაგალითად ევროკავშირი სთავაზობს მოლდოვას, უკრაინას და საქართველოს. სომხეთი ნაკლებ სარგებელს, ნაკლებ ვალდებულებებს და უფლებას დათანხმდნენ საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით.
იგივე ენერგეტიკის სფეროში, ევროკავშირს არ აქვს არანაირი შესაძლებლობა სომხეთთან ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდეს. იგივე შეეხება ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა მიმართულებებს. რჩება ორი სფერო: ეს არის დემოკრატიის განვითარება და თანამშრომლობა, მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციებთან. თუმცა რამდენადაც მახსოვს, აქაც საკმარისზე მეტი პრობლემებია. იგივე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ახალ შეთანხმებაში ძალიან ცოტა ინფორმაციაა, როგორც მოსახლეობის, ისე საექსპერტო წრეების შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩათვლით.
– როდის შეიძლება გაფორმდეს შეთანხმება სომხეთსა და ევროკავშირს შორის?
– რამდენადაც ვიცი, მისი პარაფირება უკვე მოხდა. მხარეებმა დოკუმენტის ტექსტი შეათანხმეს. ახლა შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს ორივე მხარე, შემდეგ კი უნდა მოხდეს მისი რატიფიცირება პარლამენტის და ევროპარლამენტის მიერ. დოკუმენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებმაც უნდა დაამტკიცონ. ახლა საუბარი იმაზე, არა როდის მოწერება ხელი, არამედ როდის შევა ძალაში. არ ვფიქრობ, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდება, თუმცა ეს შეთანხმება სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
– რამდენად უშლის რეალურად რუსეთის გავლენა სომხეთს ევროკავშირთან ეკონომიკურ ურთიერთობებში?
– საქმე იმაშია, რომ სომხეთი ამჯერად “ორ ფრონტზე” თამაშს ცდილობს, ცდილობს არ იყოს ბოლომდე “რუსეთის ქვეშ” და არ იყოს სრულად ასოცირებული ევროკავშირთან. ამჟამად სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის წევრია, ასევე გაწევრიანდა ევრაზიულ კავშირში. ამიტომ როგორც არ უნდა ეცადოს სომხეთმა ორივე მიმართულებით იმუშაოს, ის მაინც რუსეთზე ძლიერად დამოკიდებული რჩება.
ჩვენ ვიცით, რომ სომხეთმა რამდენიმე წლით გაახანგრძლივა რუსეთთან სომხეთში რუსული ბაზების ყოფნის შესახებ შეთანხმება, რომელიც გრძელდებოდა 2020 წლამდე და გახანგრძლივდა 2045 წლამდე. უსაფრთხოების საკითხები და ეკონომიკური დამოკიდებულება სომხეთს რუსეთის ვასალად ამყოფებს, ახლა ისინი მაქსიმალურად ცდილობენ აჩვენონ, რომ ეს ასე არ არის. თუმცა რეალური ფაქტები ბევრ სხვა სფეროში, ეკონომიკაში, სოციალურ განვითარებაში სომხეთის დამოუკიდებლობის არარსებობაზე მეტყველებს.
– სომხეთის მიერ ევროკავშირთან დაახლოების ასეთ ნაბიჯებზე როგორ რეაგირებს რუსეთი?
– რუსეთს არ სურს გავლენის სფეროების დაკარგვა, მისთვის შორეული საზღვარგარეთის პოლიტიკა საგარეო პოლიტიკის ძირითადი დოქტრინაა. რუსეთი სრულად ინარჩუნებს კონტროლს სომხეთზე, ამიტომ მას არ შეუძლია ევროკავშირთან თანამშრომლობა, რაც ყველასთვის უკეთესი იქნებოდა.
– რა ადგილი უჭირავს რუსეთს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში?
– აქ რუსეთი გადამწყვეტ მადესტაბილიზებელ როლს თამაშობს მინსკის პროცესში, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მთავარი ფაქტორია. სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის წევრია, რაც რუსული მხარის პოზიციით ნატო-ს საპირწონეა. ამასთან, რუსეთის სომხეთზე კონტროლის გაზრდას ცდილობს და პარალელურად აზერბაიჯანზე იარაღს ყიდის.
– აქვს თუ არა აზერბაიჯანს ევროკავშირთან დაახლოების ისეთივე სწრაფვა, როგორც სომხეთს?
– ვფიქრობ, აზერბაიჯანს აქვს ევროკავშირთან დაახლოების პრიორიტეტები, თუმცა შესაძლოა, არა იმ მოცულობით, როგორც მოლდოვას და უკრაინას. თუმცა ეს არის აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. მე ვხედავ უფრო მეტ პერსპექტივებს აზერბაიჯანის ევროკავშირთან ურთიერთობაში, ვიდრე ევროკავშირის სომხეთან ურთიერთობაში. აზერბაიჯანის შემთხვევაში გაცილებით მეტი თავისუფალი საკითხების სპექტრია, რომლის განხილვაც შეიძლება ისეთი ვალდებულებების გარეშე, რაც სომხეთს აქვს. მაგალითად, აზერბაიჯანი არ არის “ტაშკენტის შეთანხმების” მონაწილე ან ევრაზიის კავშირის წევრი. ამიტომ არ შეიძლება იმის თქმა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება სრულად არის დამოკიდებული კრემლის სურვილებზე.
– რუსეთთან ურთიერთობაში აზერბაიჯანსაც ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა აქვს?
– აზერბაიჯანს რუსეთთან აქვს გარკვეული ეკონომიკური ურთიერთობები, თუმცა გაცილებით დამოუკიდებელი პოლიტიკა აქვს. არ შეიძლება ვთქვათ, რომ აზერბაიჯანი, ისევე როგორც სომხეთი ორმხრივ თამაშს თამაშობს. აზერბაიჯანი თავის თამაშს თამაშობს: სურს მეტნაკლებად ნორმალური ურთიერთობა რუსეთთან, თუმცა ცდილობს ევროკავშირთან უკეთესი ურთიერთობების დამყარებას. ამასთან, აზერბაიჯანს სურს დამოუკიდებელი, მაგრამ არა 100% ევროპული საშინაო პოლიტიკის გატარება. ამ შემთხვევაში საშინაო პოლიტიკა განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას.
თუ აზერბაიჯანის ევროკავშირთან ინტეგრაცია ჩამორჩება საქართველოს ან მოლდოვას, ეს არ არის რუსეთის გავლენით გამართლებული. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, როლს თამაშობს შიდა მიზეზები, რომელიც ადამიანის უფლებებს და დემოკრატიზაციის პროცესს შეეხება. ეს აზერბაიჯანისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე რუსეთის ზეწოლა.
აზერბაიჯანს სხვა საკითხები აქვს, ეს არა იმიტომ, რომ პირობებს რუსეთი კარნახობს, არამედ იმიტომ, რომ აზერბაიჯანს თავისი საგარეო პოლიტიკა აქვს.
10 ივლისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან წარმატებულ თანამშრომლობას ხელი შეუწყო საკონსტიტუციო რეფორმების პროცესმა და 2017 წლის აპრილში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა.
სომხეთმა და ევროკავშირმა 21 მარტს ყოვლისმომცველი პარტნიორობის ჩარჩო ხელშეკრულების პარაფირება მოახდინეს.