კიევი: უახლოეს წლებში საქართველო ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს როგორც ნატო-სთან, ასევე რუსეთთან ურთიერთობებში, ამის შესახებ Front News-ს ანდრეი ბუზაროვმა განუცხადა.
“საქართველო ურთიერთობას ავითარებს ერთდორულად ნატო-სთანაც და რუსეთთანაც. არაპროფესიონალურია იმის თქმა, რომ საქართველო რუსეთთან დაახლოებისკენ ისწრაფვის. როგორ შეიძლება რუსეთთან დაახლოებას ცდილობდეს, თუ მან უკრაინაზე ადრე მიიღო უვიზო კავშირი. ავრცელებდნენ აზრს, რომ რომ საქართველოში პრორუსული რეჟიმია, თუმცა ამის არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, ის, რომ შეიძლება ეკონომიკური ინტერესები ჰქონდეს, ეს არაფერს ნიშნავს”, – განაცხადა ბუზაროვმა.
მისივე თქმით, საქართველოს არა რუსეთთან, არამედ ევროკავშირთან დაახლოების კურსი აქვს.
“ევროკავშირთან დაახლოების კურსის მიუხედავად, საქართველო ავითარებს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პრორუსი ხელისუფლება ჰყავს. ასეთ ნახევრადნეიტრალურ სტატუსს საქართველო უახლოეს წლებში შეინარჩუნებს. საქართველოს ხელისუფლება რეალურად პროქართულია. ქვეყანა ურთიერთხელსაყრელ პირობებში ვითარდება”, – აღნიშნა მან.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა.