spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ექსპერტი – უკრაინიდან რუსი დიპლომატების გაძევება მძევლების გათავისუფლებას შეუწყობს ხელს

კიევი: დიდი ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად, უკრაინიდან რუსი დიპლომატების გაძევებამ შესაძლოა, რუსეთიდან უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებას შეუწყოს ხელი. ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა სერგეი ტარანმა განუცხადა.

 

მისივე თქმით, უკრაინის აღნიშნულმა ნაბიჯმა შესაძლოა, ტყვეების გათავისუფლების საკითხში დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერა უზრუნველყოს.

 

“ჩემთვის გასაგებია ლოგიკა რატომ დაიწყო უკრაინამ იმ რუსი დიპლომატების გაძევება დასავლეთის ქვეყნებთან ერთად, რომლებიც დარჩნენ. უკრაინის სოლიდარობა მხოლოდ აძლიერებს ჩვენი პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესაძლებლობას, ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა დასავლეთისგან, თუ მხარს დავუჭერთ იმ ქმედებებს, რასაც ისინი ახორციელებენ”, – განაცხადა ტარანმა.

 

4 მარტს ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილი მზვერავი და ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი მის ქალიშვილთან იულია სკრიპალთან ერთად მოწამლეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორივეს წინააღმდეგ ქიმიური იარაღი – ე.წ. ნერვული გაზი გამოიყენეს.

 

გამოძიების თანახმად, კვალი კრემლამდე მიდის. სკრიპალის მოწამვლასა და გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებას დასავლურმა ქვეყნებმა მკაცრი ზომებით უპასუხეს.

 

ბრიტანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, 30-მდე სახელმწიფომ რუსი დიპლომატები გააძევა. კერძოდ, აშშ-მა გააძევა 60 რუსი დიპლომატი, უკრაინამ -13, გერმანიამ, კანადამ, პოლონეთმა და საფრანგეთმა – ოთხ-ოთხი; ლიტვამ, მოლოდვამ და ჩეხეთმა – სამ-სამი; ავსტრალიამ, ალბანეთმა, დანიამ, ესპანეთმა, იტალიამ და ნიდერლანდენმა – ორ-ორი; თითო-თითო ბელგიამ, უნგრეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, მაკედონიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა, ფინეთმა, ხორვატიამ, მონტენეგრომ, შვედეთმა, ესტონეთმა და საქართველომ.

 

სერგეი სკრიპალი 20 წელზე მეტხანს რუსეთის თავდაცვის უწყებაში მუშაობდა, რის შემდეგაც იგი რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამსახურში გადავიდა. მისი მთავარი მოვალეობა სპეცსამსახურისთვის ახალი კადრების შერჩევა იყო.

 

1995 წლიდან მან ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურთან საიდუმლო შეთანხმება გააფორმა. 11 წლის განმავლობაში სკრიპალი სწორედ ბრიტანეთზე მუშაობდა. 2004 წელს პოლკოვნიკს სახელმწიფო ღალატში ბრალი დასდეს. მან პატიმრობაში ექვსი წელი გაატარა.

 

2010 წელს მან პოლიტიკური თავშესაფარი გაერთიანებულ სამეფოში მიიღო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები