spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ერდოღანი ამტკიცებს, რომ “ჰამასი” ტერორისტული ორგანიზაცია არ არის და ისრაელში ვიზიტს აუქმებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიიჩნევს “ჰამასს” ტერორისტულ ორგანიზაციად. მან გააუქმა მოგზაურობა ისრაელში, ისევე როგორც სხვა თურქი ოფიციალური პირების დაგეგმილი ვიზიტები, – ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

 

“ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ისრაელის სახელმწიფოსთან, მაგრამ ჩვენ არასოდეს ვიწონებდით ისრაელის მიერ ჩადენილ სისასტიკეს და მისი ქცევის სტილს, როგორც ორგანიზაციის და არა სახელმწიფოს“, – განაცხადა ერდოღანმა ღაზას სექტორში “ჰამასის” ობიექტებზე ისრაელის თავდასხმების კომენტირებისას.

 

მისივე თქმით, “ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების დროს დაღუპულთა თითქმის ნახევარი ბავშვები არიან“.

 

“ჰამასი” არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ განმათავისუფლებელთა და “მოჯაჰედების” ჯგუფია, რომელიც იბრძვის საკუთარი მიწებისა და მოქალაქეების დასაცავად“, – ამტკიცებს ერდოღანი.

 

მისი თქმით, ისრაელში ჩასვლას აპირებდა, თუმცა ვიზიტი გაუქმდა.

 

“როცა ის ძალები, რომლებსაც დღეს ეყრდნობიან, ხვალ გაქრება, პირველი ადგილი, სადაც ისრაელი ხალხი ნდობასა და წყალობას მოძებნის, იქნება თურქეთი, ისევე როგორც 500 წლის წინ. მოვუწოდებ ყველა სხვა ქვეყანას, გონებითა და სინდისით მოახდინონ ზეწოლა ნეთანიაჰუს მთავრობაზე, რათა ისრაელის სახელმწიფო საღ აზრს დაუბრუნდეს“, – განაცხადა ერდოღანმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები