spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ერდოღანი – “მარცვლეულის შეთანხმება” ისტორიაში შევიდა, ამას პუტინთან შეხვედრაზე განვიხილავ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლაზე, რომლის განხილვასაც აგვისტოში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე გეგმავს.

 

“შავი ზღვის ინიციატივა ისტორიაში შევიდა, როგორც მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატება. 33 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის პროდუქცია გაიგზავნა. ბევრმა ქვეყანამ მოახერხა სასურსათო კრიზისში ჩავარდნის თავიდან აცილება”, – განაცხადა ერდოღანმა.

 

მას მიაჩნია, რომ მიუხედავად დღევანდელი განცხადებისა, პუტინს სურს, რომ ეს ჰუმანიტარული დერეფანი გაგრძელდეს.

 

“მოგზაურობიდან რომ დავბრუნდები, მექნება შეხვედრა პუტინთან. ამ საუბრებზე ვისაუბრებთ, როცა აგვისტოში ჩვენს ქვეყანაში შევხვდებით”, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

რუსეთმა “მარცვლეულის შეთანხმების” შეწყვეტის შესახებ დღეს განაცხადა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები