spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ერდოღანი მოლდოვაში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოლდოვის დედაქალაქში ხვალ დაგეგმილ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს, – ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

 

სამიტის მომზადებაში მონაწილე სამი ანონიმური პირის თქმით, ერდოღანმა სამიტზე ჩასვლაზე ბოლო მომენტში თქვა უარი.

 

ევროპის პოლიტიკური გაერთიანება (EPC) რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიქმა. სამიტის მთავარი მიზანი ევროკავშირის გარეთ ევროპელი ლიდერების გაერთიანებაა.

 

ამჯერად სამიტს დაესწრება 40-ზე მეტი ევროპელი ლიდერი, მათ შორის ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნიდან, ასევე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და დასავლეთ ბალკანეთი.

 

ლიდერთა ხვალინდელი შეხვედრა მეორე იქნება გასული წლის ოქტომბერში პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები