სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქება შესაძლოა, ტერორისტული აქტი იყოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
“არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ეს უდავოდ ტერორისტული თავდასხმაა, მაგრამ თავდაპირველი მოვლენები და გუბერნატორის თავდაპირველი ინფორმაცია, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ამას ტერორიზმის სუნი ასდის“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ყველა დამნაშავე “დაისჯება დამსახურებულად”.
“ტერორიზმის გზით თურქეთისა და თურქი ხალხის დამარცხების მცდელობები წარუმატებელი იქნება”, – აღნიშნა ერდოღანმა.
სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 53 კი დაიჭრა.