ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომ უპასუხოს შედეგებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
მისი, „შედეგები მისი მმართველობის მომდევნო ხუთი წლისკენ მიდის“.
“ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი“, – მიმართა ედროღანმა მხარდამჭერებს სტამბოლში.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.