თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ჩავიდა. ერდოღანი კიევში მეუღლესთან ერთად იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან თურქეთის მთავრობის წევრები.
თურქეთის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს უმაღლესი დონის სტრატეგიული სტრატეგიული საბჭოს სხდომაში.
ერდოღანის უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნებს შორის 12 შეთანხმება გაფორმდება, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
ამ დროისთვის უკრაინის და თურქეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს.