spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ერდოღანი – ვაგრძელებთ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ყირიმის ჩათვლით

მსურს გავიმეორო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ყირიმის ჩათვლით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

“ჩვენი ვიზიტი მგრძნობიარე პერიოდს დაემთხვა. სამწუხაროდ, ზოგიერთი უპასუხისმგებლო განცხადება, ოკუპაციის შესახებ გამოქვეყნებული სცენარები აუძლურებენ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. მომწონს უკრაინის პრეზიდენტის მესიჯები, რომელსაც საღი აზრი აქვს და პრიორიტეტს დიალოგს ანიჭებს“, – განაცხადა ერდოღანმა.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ კრიზისი მშვიდობიანად და დიპლომატიური გზით დასრულდება, მინსკის შეთანხმებების ფარგლებში, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები