spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

თურქეთის პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით არჩეულმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დიდი ეროვნული ასამბლეის გენერალურ ასამბლეაზე საპრეზიდენტო ფიცი დადო.

 

პარლამენტში მისვლისთანავე ერდოღანს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელი დევლეთ ბაჰჩელი დახვდა, რომელმაც სახელმწიფოს მეთაურს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა.

 

“დავიცავ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას და დემოკრატიას, ათათურქისეულ პრინციპებსა და რეფორმებს. დავიცავ ელიტური რესპუბლიკის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნის აწმყოს, პატივს ვცემ თურქეთის რესპუბლიკას, მის კეთილდღეობას. ჩემს ვალდებულებას შევასრულებ მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით. დიდებული თურქი ერისთვის ვიმუშავებ ღირსებითა და მთელი ჩემი ძალით“, – განაცხადა ერდოღანმა.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 28 მაისს გაიმარჯვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები