spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ერდოღანს და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. განხილულ საკითხებს შორის უკრაინა იყო.

 

“როგორც ცნობილი გახდა, სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა განიხილეს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების ნაბიჯები და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები.

 

მხარეებმა “მარცვლეულის შეთანხმების“ საკითხიც განიხილეს. საუბრისას ერდოღანმა მადლობა გადაუხადა პუტინს შავი ზღვის ინიციატივის გაგრძელებისადმი პოზიტიური დამოკიდებულებისთვის.

 

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის სწრაფად დასრულებას მოლაპარაკებების გზით“, – წერს თურქული მედია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები