თურქეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ერდოღანი „ტვიტერზე“ წერს.
“კოვიდ-19“-ის ტესტი, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ ავიღეთ მსუბუქი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, დადებითი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, დაავადება, რომელიც, როგორც შევიტყეთ, არის „ომიკრონი“, მსუბუქად მიმდინარეობს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მისიას, გავაგრძელებთ მუშაობას სახლიდან“, – წერს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
ერდოღანი ვიზიტით კიევში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ შეხვედრაზე იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი, რომელიც ინფიცირებული იყო და ვირუსი მისგან გავრცელდა.