სომხეთის დედაქალაქ ერევანში სავაჭრო ცენტრის ნანგრევების ქვეშ მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რიცხვმა 3 ადამიანს მიაღწია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესმდივანმა ჰაიკ კოსტანიანმა განაცხადა. გარდაცვლილი ქალია.
წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი.
25 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, მათი სია შესაბამისმა სამსახურებმა ცხელ ხაზზე შესული ზარების შედეგად შეადგინეს.
სავაჭრო ცენტრ “სურმალუში” აფეთქება დღეს, ადგილობრივი დროით 13:23 საათზე მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.