ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი შეხვედრა იმართება.
მთავარი საკითხი დე ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება. ქართული მხარე, დღეს შეხვედრაზე ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების საკითხს კვლავ დააყენებს.
“დღევანდელ შეხვედრაზეც, რა თქმა უნდა, საკვანძო საკითხს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების, ზაზა გახელაძისა და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხი. ასევე, საუბარი იქნება წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აქტიურად მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე” – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.