spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ერისიმედში ადიდებულმა მდინარემ ოცამდე საცხოვრებელი სახლის სარდაფები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში ადიდებულმა მდინარე ბელექან-ჩაიმ კალაპოტი გაარღვია და ოცამდე  საცხოვრებელი სახლის სარდაფები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. 

 

წყალი შევიდა სოფლის კულტურის სახლში, ამბულატორიასა და საბავშვო ბაღში. 

 

ადგილზე  იმყოფებიან სამაშველო სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც დაზარალებულ მოსახლეობას წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში ეხმარებიან. 

 

ამ დროისათვის მდინარის კალაპოტში წყლის დონემ იკლო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები