იუსტიციის სახლთან, სადაც ეროვნული ბანკის ოფისიც მდებარეობს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე შეკრებილები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს უფლებას აძლევს, წვდომა ჰქონდეს მის საბანკო ანგარიშებზე.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დღეს. 19:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ საპროტესტო აქციასაც შეუერთდებიან.