spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ბულგარეთის რაკოვსკის სახელობის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის რექტორი სტუმრობდა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას სამუშაო ვიზიტით ბულგარეთის რაკოვსკის სახელობის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის რექტორი, გენერალ-მაიორი სტაიკო პროკოპიევი და რექტორის მოადგილე, პოლკოვნიკი დიმიტარ ტაშკოვი სტუმრობდნენ.

სტუმრებს აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

ბულგარეთის რაკოვსკის სახელობის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც ეროვნული თავდაცვის აკადემია თანამშრომლობს ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის, სამოქმედო გეგმის და Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა სფეროებს, მათ შორის მოკლევადიან გაცვლით აქტივობებს, რომლებშიც მონაწილეობენ აკადემიის იუნკერები, მსმენელები, სამხედრო, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

“მსგავსი სახის საერთაშორისო ვიზიტები აღრმავებს ურთიერთობებს აკადემიასა და პარტნიორ უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებს შორის და ქმნის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს სამხედრო, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით”, – აღნიშნავენ აკადემიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები