spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ნათია თურნავა შეასრულებს

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, შესაბამისად, ის დროებით, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც იქნება.

 

ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

“როგორც მოგეხსენებათ, დღეს ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა და ხმათა უმრავლესობით, საბჭომ დამიჭირა მხარი და ამირჩია პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.

 

მე, პირველ რიგში, მინდა დავიწყო მადლობით. ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს მიუხედავად იმისა, დამიჭირა რომელიმე მათგანმა მხარი თუ თავი შეიკავა, 7 წევრიდან 5-მა მხარი დამიჭირა და 2-მა თავი შეიკავა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველას გვაერთიანებს ეროვნული ბანკის მიმართ ერთგულება, გვაერთიანებს საერთო მიზანი, ვემსახუროთ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და ჩვენი გუნდი, კვლავინდებურად, გააგრძელებს ერთობლივად მუშაობას ეროვნულ ბანკში ამ მიმართულებით. 

 

ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის, რომ საბჭომ დამიჭირა მხარი, რომ მე შევასრულებ ამ მოვალეობას და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში, კანონის თანახმად, ასევე ვუხელმძღვანელებ ამ ინსტიტუციას”, – განაცხადა თურნავამ.

 

ნათია თურნავას კანდიდატურას საბჭოს შვიდი წევრიდან ხუთმა დაუჭირა მხარი, ორმა თავი შეიკავა.

 

ახალ თანამდებობას ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ძალაში პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ შევიდა.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებდა, ეს კი მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 2 მარტს კობა გვენეტაძეს შვიდწლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

 

რაც შეეხება ნათია თურნავას, ის 2022 წლის ივნისში შევიდა ეროვნული საბჭოში, მანამდე კი საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები