ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 5 მარტის 10:00 საათიდან – 2 აპრილის 18:00 საათამდე და რომლებსაც 2025 წელს არ უსრულდებათ 24 წელი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: https://www.naec.ge/#/ge/index
ეროვნული თავდაცვის აკადემია აბიტურიენტებს სთავაზობს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:
თავდაცვა და უსაფრთხოება
სამართალი
მენეჯმენტი
ინფორმატიკა
საავიაციო ინჟინერია
მექანიკის ინჟინერია
აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის კოდი 155.
ეროვნული თავდაცვის აკადემია გისურვებთ წარმატებას!