ეროვნული თავდაცვის აკადემიაში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას აკადემიის პირადი შემადგენლობა დაესწრო.
ღონისძიების ბოლოს, აკადემიის კაპელანმა, დეკანოზმა დავით კასრაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.