spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ გმირებს სპექტაკლი – “იუნკერი“ მიუძღვნეს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ გმირებს სპექტაკლი – “იუნკერი“ მიუძღვნეს.

გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში გამართულ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები – გრიგოლ გიორგაძე და გიორგი ლილუაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

სპექტაკლი  საქართველოში 104 წლის წინ განვითარებულ მოვლენებსა  და რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში სამხედრო სკოლის იუნკერების მიერ გამოვლენილ გმირობას ასახავდა.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა იუნკერებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ისტორიის პატივისცემისთვის მადლობა გადაუხადა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები