ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ აკადემიის მმართველ რგოლთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
რექტორმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2025 წლის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე: არსებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დამატებაზე; საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელებაზე; იუნკერთა/მსმენელთა სამხედრო მომზადების დონის კიდევ უფრო მეტად ამაღლებასა და განვითარებაზე; ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე და სხვა.
შემაჯამებელ შეხვედრაზე აკადემიის რექტორმა აგრეთვე ისაუბრა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევით აქტივობებსა და ღონისძიებებზე.
შეხვედრის დასასრულს, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ აკადემიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის.