დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 511 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 514 ადამიანი, 7 გარდაიცვალა.
დადებითობის მაჩვენებელი 0.49%-ს შეადგენს.
სულ ჩატარდა 103 529 ტესტი – 93 577 ანტიგენ ტესტი, 9 952 პჯრ ტესტი.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.