spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” ირაკლი ნადირაძის და ირაკლი ეძგვერაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრის ირაკლი ნადირაძის და ირაკლი ეძგვერაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

“ირაკლი კობახიძის მიერ, ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ, დაკავებულია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი, ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, პოლიციამ იძალადა ჩვენს რამდენიმე მხარდამჭერზე.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, “ქართული ოცნება“ ძალადობს საზოგადოებაზე, ხლეჩს მას, უპირისპირდება ადამიანებს და ამით იზოლაციასა და ჩიხში შეჰყავს მთელი ქვეყანა.

ესაა „ქართული ოცნების“ განწირული მცდელობა, ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ქვეყანა დატოვოს იზოლაციასა და სიღატაკეში.

26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და დაასრულებს ამ უკანონობასა და ძალადობას!” – წერს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები