ცოლისა და 2 მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, რომელმაც დანაშაული აღიარა.
“ჩემმა უსაყვარლესმა მეუღლემ და ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა რომ ერთმანეთთან ურთიერთობა დაიჭირეს, მაგის გულისთვის, ცოცხლები რომ იყვნენ, კიდე ერთხელ მოვკლავდი”, – განაცხადა ბრალდებულმა.
წინასასამართლო სხდომა 22 ოქტომბერს ჩაინიშნა.
მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში 28 აგვისტოს მოხდა.
დაკავებულს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “თ“, “კ“, “ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში – გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის, სამი პირის მიმართ და არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.