თბილისი: 2008 წელს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) რომ მიგვეცა, რუსეთი საქართველოს თავს არ დაესხმებოდა, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ შეცდომა დაუშვა.
“ეს იყო შეცდომა. მხარს ვუჭერდი საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემას, მაგრამ სამწუხაროდ, ნატო-ს ელჩებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. ამით, ჩვენ სახიფათო გზავნილი გავაკეთეთ. ჩვენ ვაჩვენეთ პუტინსა და მედვედევს, რომ ნატო სუსტია. შედეგად 2008 წელს ისინი თავს დაესხნენ საქართველოს და მოახდინეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ეს არ მოხდებოდა, თუ ჩვენ მკაფიო სიგნალს გავუგზვანიდით მოსკოვს და საქართველოსა და უკრაინას ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმას მივანიჭებდით. ეს ნამდვილად იყო შეცდომა“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.